|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირთა დღე ჭიათურაში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

3 დეკემბრერი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ შენობასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პანდუსი მოეწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარით დაფინანსდა. 
 შშმ პირებისადმი მიღძვნილი კვირეულის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა სულხან მახათაძემ, ეტლით მოსარგებლე პირებს 13 სავარძელი გადასცეს.

ჭიათურის კულტურის სახლში ასევე, შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა და სპეციალური კონცერტი მოეწყო. ღონისძიებას იმერეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საჩუქრები მიიღეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, შშმ პირებმა 100 ლარიანი ერთჯერადი დახმარებაც მიიღეს.

                                                                             

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა