შსს ფარული პატრულირების შემოღებას გეგმავს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება, მისივე განცხადებით, პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე ივლიან.
"მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება, რაც გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდრეოჯარიმების რეჟიმში", - განაცხადა ხუციშვილმა.
ასევე იგეგმება გადასატანი რადარების შემოღება, რომ მძღოლისათვის წინაწარ არ იყოს ცნობილი მისი ადგილმდებარეობა.
გარდა ამის, 2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები და ამოწურვის შემთხვევაში კი მოწმობა ჩამოერთმევათ. გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















