შსს თანამშრომლებს რამდენიმე ასეულით ზრდის
შსს-ს 685 ახალი თანამშრომელი ემატება, შესაბამისად, დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება, - შესაბამისი ცვლილებები 2023 წლის ბიუჯეტში შედის.
„სამინისტროს რიცხოვნობა იზრდება 685 ერთეულით - საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, იზრდება პატრულ-ინსპექტორების, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორების, ასევე დეტექტივების და გამომძიებლების რაოდენობა. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით, იზრდება მართლწესრიგის ოფიცრების, გამომძიებლებისა და დეტექტივების რაოდენობა“, - აღნიშნულია ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:19
19:31
14:51
14:17
16:33
















