"ნუ მოკლავთ შვილებს, მძიმეა ეს განაჩენი!"
ქუთაისში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აბორტის საწინააღმდეგო აქცია- "სიცოცხლის მარში" გაიმართა.
აქციის ფარგლებში ფლეშმობი გაიმართა, რომელშიც შშმ ბავშვები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ამ ღონისძიებით სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტას აპროტესტებენ.
"ჩვენ ვიცავთ ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლეს. 12 კვირამდე აბორტი ნებადართულია, მხოლოდ დედის სურვილით, ანუ ვინმეს სურვილით უნდა შეწყდეს სიცოცხლე?!.. ნუ მოკლავთ შვილებს, მძიმეა ეს განაჩენი. ვაპროტესტებთ ამას და ვიცავთ ბავშვის სიცოცხლეს. ეს არის აპრობირებური მეთოდი მთელს მსოფლიოში. მივმართავთ პარლამენტს მიიღონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, აიკრძალოს აბორტი, ვინაიდან ყველას აქვს სიცოცხლის უფლება",-განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ჟღენტმა.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის "წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ორგანიზებით მოეწყო, რომელიც 2012 წლიდან ყოველდღე იმართება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















