|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წვრთნის დროს დაშავებულ ჯარისკაცს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს დაშავებული ჯარისკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 33 წლის ვალერი ჭანტურია 26 ოქტომბერს დაშავდა. 
ის მკურნალობას ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის. ექიმის ინფორმაციით, ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა.  ის კლინიკაში დაგვიანებით მოხვდა, რის გამოც, ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი,   ვალერი ჭანტურია სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა.  დანიშნულია ექსპერტიზა.

ფაქტზე გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა