|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის - ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი მზია ამაღლობელის პროცესზე

სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის - ამის შესახებ ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა  „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ ჰქონდა.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ არც ტკივილია დაზიანების ობიექტური ნიშანი და ვერ ამას შეაფასებდა.

სწორედ გივი ჩხარტიშვილია ის ექსპერტი, ვინც "დაზარალებულ" ირაკლი დგებუაძეს და ასევე მზია ამაღლობელს ექპერტიზა ჩაუტარა. 

„სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, ამიტომ, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასებაა. ამ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ, არ მახსოვს, რომც ყოფილიყო, არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშუალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი" ,- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა. 

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც. 

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. 

 
 
 
 

 

ავტორი: