|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკოლებში გათბობა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო გათიშული"

ქუთაისის რამდენიმე სკოლაში გათბობა რამდენიმე დღის წინ ჩაირთო. როგორც მშობლებმა "ნიუპრესს" განუცხადეს, სიცივის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა.

პრობლემები ჰქონდათ # 8 და # 29 საჯარო სკოლებს. როგორც გაირკვა, პრობლემა დღესაც არსებობს  მერვე საჯარო სკოლაში, სადაც გათბობა ნაწილობრივ ჩაირთო. იმ კლასების მოსწავლეები,  რომელთა კლასებშიც გათბობა არ მუშაობდა,  შინ ადრე დაბრუნდნენ.

 ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, სკოლებში გათბობა  სარემონტო სამუშაოების გამო  დაგვიანებით ჩაირთო. მისივე თქმით, სამუშაოები დასრულებულია და ბუნებრივი აირი ყველა სკოლას მიეწოდება.

"სკოლებში სამუშაოები მიმდინარებდა, რის გამოც ვერ მოხდა გათბობის ჩართვა.  სამუშაოების დროს სისტემაში შეეპარათ ჰაერი და ამ ჰაერის გამოდევნა ხდება, მოწმდება რადიატორები. გათბობა იყო, მაგრამ წელს გაუმჯობესდა იგივე 29–ე სკოლაში დაემატა ერთი ღუმელი, რადგანაც ერთი არ თბებოდა. ასე რომ,  ყველა სკოლაში არის გათბობა და სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება",–განაცხადა ვაშაკიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა