სკოლებში სწავლის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდო
განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება.
„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
ზამთრის არდადეგების გაგრძელება 15 იანვრამდე იყო დაგეგმილი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















