|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სწავლის დაწყების გადადება აუცილებელი არ არის, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს"-დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის, ინფორმაციით, გრიპის ვირუსის მაჩვენებლებით სწავლის პროცესის განახლების შეჩერება აუცილებელი არ არის, თუმცა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს და ხვალ აღნიშნულზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„სკოლაში სწავლის პროცესის შეწყვეტისთვის აუცილებელია შესაბამისი პროტოკოლური მონაცემების არსებობა, რასთანაც მიახლოებული არ ვართ, მაგრამ ამ დღეებში მიმდინარე კონსულტაციებით ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ამისა, შეიძლება ეს საკითხი განვიხილოთ, რომ გადაიდოს სწავლის დაწყების პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამაზე და დღეს ხვალ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა დავით სერგეენკო. 

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა