სკოლებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 2018 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
edu.aris.ge ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 28 დეკემბერს, პარასკევ დღეს დასრულდება. რაც შეეხება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, არდადეგები საგაკვეთილო პროცესს ეხება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი.
სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















