|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"SMK თაღლითების ჯგუფია" -კახი დვალიშვილი

"SMK  თაღლითების ჯგუფია" - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა კახი დვალიშვილმა წყლამომარაგების ქვეკონტრაქტორი კომპანიის  შესახებ, რომელიც ქუთაისში წყალგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებს. 

 საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით,  კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ და დაგვიანებით ასრულებს. 

"ერთი წელია ასათიანის ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ სამუშაოების 30%-იც კი არ არის შესრულებული.  smk მე მგონია, რომ არის  თაღლითების ჯგუფი. რაღაც მექანიზმი უნდა გვქონდეს, რომ ასეთ თაღლითებს  არა მხოლოდ პასუხი მოვთხოვოთ,  არამედ ქვეყნიდან  უნდა გავუშვათ და მომავალში  აღარ დავუკვეთოთ სამუშაოები ",-განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კახა დვალიშვილმა. 

მის ამ განცხადებას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნიკეას ოლქიდან ირმა პეტრიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანია მის სამაჟორიტარო უბანში დაზიანებულს ტოვებს  შიდა გზებს, რომელიც მერიის პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ მოეწყო. 

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოითქვა. smk   ქალაქში წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაციას 2016 წლიდან ახორციელებს და სამუშაოებს 2018 წლის ბოლოს დაასრულებს.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა