|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურ საცხოვრისში ბინების გადანაწილების საკითხს კომისია სწავლობს

ქუთაისის მერიის მიერ დაწყებული სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა. ამ დროისთვის სამუშაოების შეფასება მიმდინარეობს. პარალელურად, ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოეწყო.

 ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ენჯეო სექტორთან ერთად სოციალური საცხოვრისის განაწილების წესის სამუშაო ვერსია განიხილა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, რეკომენდაციები და შენიშვნები. სამუშაო ვერსიები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონულად გაეგზავნებათ და თავიანთ წინადადებასაც ამის შემდეგ წარმოადგენენ.

ქუთაისის მერიის დაფინანსებით 48 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა განხორციელდა. უსახლკარო ადამიანებს, სპეციალური კომისია სხვა და სხვა კრიტერიუმებით შეარჩევს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა