|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. სოცმუშაკების ინფორმაციით, მათ პროფესიული კავშირის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. გაფიცვა შეწყვიტეს იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათი თქმით, არსებული შეთანხმება მათთვის მისაღები აღმოჩნდა.

შეთანხმება შედგა სოციალური მუშაკის ტექნიკური საქმიანობის სამუშაო განიტვირთვასთან დაკავშირებით.  ცენტრებში გამოიყო 12 ავტომანქანა, რომელსაც კიდევ 18  დაემატება. სოციალური მომსახურების ცენტრებს 12 იურისტი დაემატება, თბილისში დაემატა 1 ფსიქოლოგი, ასევე გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და ინსფრასტრუქტურა.

 თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო, არ გაზრდილა ხელფასები. საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით კი დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება.

სოცმუშაკების განმარტებით, მიუხედავად საკითხებზე შეთანხმების ვერ მიღწევებისა, გაფიცვას წყვეტენ.

სოცმუშაკები 9 დღის წინ გაიფიცნენ. ისინი მთელი კვირის განმავლობაში აქციებს მართავდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა