სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა
სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ მუშებსა და ჩინურ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მუშაობა. თითქმის შეცვლილია ჩინური კომპანიის მენეჯმენტი.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის ილია ლეჟავას განმარტებით, ჯერჯერობით მიღწეული შეთანხმებით, ქართველ მუშებს აუნაზღაურდებათ გაცდენილი დღეები. კომპანიაში დაინიშნება ქართველი წარმომადგენელი, რომელიც კომუნიკაციას განახორციელებს ჩინურ კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე მოხდება მენეჯმენტის ცვლილებაც.
სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ერთ კვირაზე მეტია მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. ისინი ჩინურ კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ ჩინური კომპანიის ”23-ე ბიურო” წარმომადგენლებსა და ქართველ მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა. ზვარეში აქცია რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















