"სოფლის მეურნეობა არ არის რენტაბელური ბიზნესი, მაგრამ აუცილებელია"
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ქუთისში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. დასავლეთ საქართველოს იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ფერმერებმა თავიანთ პრობლემებსა და სახელმწიფოს უმოქმედობაზე ისაუბრეს.
"დააბრუნეთ და დაასაქმეთ ახალგაზრდები სოფლებში",–ეს იყო შეკრებილთა ერთ–ერთი მთვარი მოთხოვნა. ფერმერთა განცხადებით, ახალგაზრდები სოფლებს უმუშევრობის გამო ტოვებენ, რადგან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა არ ხდება და გლეხი საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს პრობლემების გამკლავებას.
"მე სამტრედიაში მარცვლეულ კულტურას ვაწარმოებ, ერთ–ერთ სოფელში გაიხსნა მარცვლეულის საშრობი და მალევე დახურეს, რენტაბელური ბიზნესი არ არისო, არცერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არ არის რენტაბელური, მაგრამ აუცილებელია. უნდა ხდებოდეს დოტაციები, სხვა მხრივ სოფელი ვერ შენარჩუნდება, ამიტომაც გვიწევს თითქმის ყველა სახის პროდუქტის იმპორტი, ვითხოვთ დახმარებას", –განაცხადა ერთ–ერთმა ფერმერმა.
შეხვედრაზე ბანკების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს, მათი განცხადებით, ბანკები მათ სახელმწიფო იაფი კრედიტის ნაცვლას თავიანთ აგროკრედიტებს მაღალპროცენტში აძლევენ.
როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, ფერმერთა პრობლემების გაცნობა ხდება, რომ შემდგომ მათი პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივი სტრატეგია შემუშავდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















