|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივითა და „ქუთაისის“ უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

საქველმოქმედო აქციაში ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის - იმერეთის ბიურო ჩაერთო.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების, კერძოდ ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.

საქველმოქმედო ღონიძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, იმერეთის რწმუნებულის მოადგილე სოსო ხახალაეშვილი საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შემოსული თანხა ტრადიციულად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა