|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოლიდარობა ბელარუსს! - ქუთაისში აქცია გაიმართა

ქუთაისში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქტია ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართეს და ამით ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხმიანენ. 

მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს დააკავა. დაკავებულთა შორის ორი ჟურნალისტია - ეკატერინე ანდრეევა და დარია ჩულცოვა. ისინი საპროტესტო დემონსტრაციის გაშუქების გამო ნოემბერში, აქციების შემდეგ დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი 16 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან, 26 წელია მართავს. 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. 

ავტორი: ნიუპრესი