|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს"- ქუთაისში აქცია-მსვლელობა იმართება

"სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს", "არა უსამართლობას"- ამ მოწოდებებით ქუთაისში ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა შვილმკვდარ მამებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლების ქმედებები დაგმეს. მათი თქმით, ქუთაისელი ახალგაზრდები აქციით წუხელ თბილისში განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურნენ.

"დაუშვებელია ადამიანის უფლებების შელახვა, წუხელ ვიხილეთ, როგორ მოექცნენ ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვის გამო. ქუთაისელი ახალგაზრდები ყოველთვის გამოხატავენ პროტესტს ამგვარი ქმედების მიმართ და დღესაც შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვგმობთ ამგვარ ქმედებას და ხელისუფლებას მოვუწოდებთ პასუხისგებაში მიეცენ ყველანი, რომელთაც ბრალი მიუძღვით გამოუძიებელ საქმეებში",-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თედო მესხმა.

ახალგაზრდებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა