|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიეტოლოგები ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვას არ გვირჩევენ

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის (არ იკვებებით საღამოს 6-დან დილის 12 საათამდე) ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. 

დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს. წონაში დაკლების მსურველები მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, იცურავეთ ან დაკავდით ფიტნესით და სპორტის რომელიმე სახეობით და გადახედეთ კვების რაციონს - მიირთვით დაბალკალორიული საკვები. გამორიცხეთ ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები. 

დიეტის ინდივიდუალური შერჩევისათვის კი სჯობს, მიმართოთ დიეტოლოგს, რომელიც თქვენი ანამნეზის, მონაცემების მიხედვით შეგირჩევთ თქვენთვის მისაღებ კვების რეჟიმს.


წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა