|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოველი მეოთხე ადამიანი მსოფლიოში ანტისემიტია - ADL-ს კვლევა

გამოკითხვების თანახმად, რომელიც წარმოებდა 102 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი ნეგატიურადაა განწყობილი ებრაელების მიმართ, აღნიშნავს The Times. ეს დასკვნა ეყრდნობა ახლახანს ჩატარებულ კვლევას, რომელიც  Anti-Defamation League (ADL,აშშ) -ს მოხსენებებს ეფუძნება. აღმოჩნდა, რომ ანტისემიტური მოსაზრებები გამოთქვა გამოკითხულთა 26%-მა.

"ასევე გაირკვა, რომ ყოველი სამი გამოკითხულიდან ორს ან საერთოდ არ სმენია ჰოლოკოსტზე ან სმენიათ, მაგრამ არ სჯერათ ისტორიკოსების, წერს გაზეთი.

რესპოდენტებს 11 კითხვას უსვამდნენ,  რომელიც ეყრდნობოდა,  მაგალითად, ასეთი სახის სტერეოტიპებს როგორიცაა "ებრაელები ფიქრობენ, რომ ისინი ყველაზე უკეთესები არიან". ის რომელიც დაეთანხმებოდა ამ 11 სტერეოტიპული მოსაზრებიდან 6 -ს ჩაითვლებოდა ანტისემიტად.

ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინეს ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. მეტნაკლებად ნეგატიური დამოკიდებულება აღმოაჩნდათ ოკეანეას (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ჩათვლით), აღნიშნავს The Times.

წყარო:The Times

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა