|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია ქუთაისელ არქიტექტორებს შეხვდა (+ვიდეო)

"ქართული ოცნების"  ქუთაისის მერობის კანდიდატი,  შოთა მურღულია ქუთაისელ არქიტექტორებს და მხატვრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც ზოგადი მიდგომები ქალაქის არქიტექტორული განვითარების მიმართულებით ასევე, არქიტექტორების წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემები.
მხარეებმა ქალაქის  სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული განვითარების სტრატეგიის გეგმის შემუშავებაზეც ისაუბრეს. არქიტექტორების თქმით, აღნიშნული გეგმა  ქალაქს დროულად სჭირდება.
ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას მუშაობის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობა ელექტრონულ აუქციონის სისტემაზე გადავიდა. რამაც გამჭირვალე გახადა ქალაქში არსებული ობიექტების ყიდვა გაყიდვის საკითხი. 
არქიტექტორებმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასეს და ქალაქის მომავალი განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრეს.

ავტორი: თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა