|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" საჩხერეში კანდიდატები წარადგინა (+ვიდეო)

საჩხერის მაჟორიტრმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ კოალიცია"ქართული ოცნების" საჩხერის გამგებლობის კანდიდატი, მალხაზ ბაზაძე ადგილობრივ მოსახლოებას წარუდგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნელის  განმარტებით, კოალიციამ სწორედ ისეთი გუნდი შეარჩია საჩხერეში, რომლებიც  ერთგუნდად  შეძლებენ საქმის ისე გაკეთებას, როგორც ეს საჩხრელებს სჭირდებათ.  

მანანა კობახიძესთან ერთად, საჩხერის გამგებლისა და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენაზე  საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ წარმოდგენილნი.  

"საჩხერე არის  და რჩება "ქართული ოცნების" მთავარ დასაყრდენ რაიონად. იმიტომ რომ საჩხერელები არიან ტონის მიმცემები იმ ბრძოლისა, იმ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანისა  რომელიც უკავშირდეება ბიძინა ივანიშვილის საქმეს. ამიტომაც ვალდებულნი ვართ ეს ბრძოლა ბოლომდე მოვიგოთ", - განაცხადა   საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.


"ქართული ოცნების" საჩხერის  გამგებლობის კანდიდტმა თავის მხრივ,  აღნიშნული მუნიციპალიტეტის 13-ვე თემის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

გივი კუჭაშვილი - სომარეთი,  ერეკლე ჭიღლაძე - სარეკი,  გაგა დარბაიძე - გორისა,  ირაკლი ჩხიკვაძე - არგვეთი,  იაგო ბერიძე - საირხე,  დავით მაჭარაშვილი - კორბოული,  გოჩა ახვლედიანი - ჭალა,  რუსუდან ნოზაძე - ჯალაურთა,  მელანო წიწილაშვილი - მერჯევი,  რეზო იობაშვილი - ქორეთი,  ირაკლი ტეფნაძე - ჭილოვანი და  თორნიკე ჭიღლაძე - ჩიხა მალხაზ კუჭაშვილი .

"ჩვენ ყველა ერთად ერთგუნდად შევძლებთ  საჩხერლებისთვის მუშაობას. ეს ჩვენი მთავარი დაპირება და პრიორიტეტია, რომლებსაც საჩხერლებს ვპირდები", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, მალხაზ ბაზაძემ. 




ავტორი: თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა