|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბელორუსის პრეზიდენტი ქვეყანაში ბატონ-ყმობის აღდგენას აპირებს

ალექსანდრე ლუკაშენკო ამართლებს ევროპის უკანასკნელი დიქტატორის რეპუტაციას. ბელორუსის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღადგინოს ბატონ -ყმობა აგრარულ სექტორში. ლუკაშენკოს ამით სოფლის მოსახელობის ქალაქებში მიგრაციის შეჩერება უნდა, წერს იზაბელ გორსტი თავის ბლოგში The Financial Times.

ლუკაშენკომ გამოაქვეყნა გეგმები კანონის შემოსტანად,  რომელიც უკრძალავს სოფლის მოსახლეობას  მიწაზე სამუშაოების მიტოვებას და ქალაქში გადასახლებას.  თუკი ის ხელს მოაწეს ბრძანებას „ ბატონ-ყმობის აღდგენის“ შესახებ,  ბელორუსი დაარღვევს 1957 წელ მიღებულ საერთაშორისო კონვენციას, რომელიც კრძალავს ადამიანის იძულებით შრომას.  ბელორუსმა თავის დროზე ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.  თუმცა ალბათ ეს ლუკაშენკოს არ შეაჩერებს, წერს გორსტი.

მაგრამ ეს კანონი შეიძლება არ მოიწონოს რუსეთმა, რადგან ევრაზიის კავშირის წევრებმა საერთო საზღვრების ფარგლებში სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების გარანტია უნდა მისცენ.

გამოვა, რომ ლუკაშენკო სხვა კანონებსაც  დაარღვევს, თუკი ის შეეცდება მიაბას სოფლის მცხოვრებლები მიწას, წერს გამოცემა.

წყაროFinancial Times

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა