|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინ წყალი უკან მეწყერი - საფრთხეში მყოფი მო­სახლეობა დახმა­რებას ქუ­თა­ი­სის მე­რი­ას თხოვს

ქუ­თა­ის­ში, გო­რის უბან­ში ჭაბუკი­­ნის ქუ­ჩის მო­სახლეობა საფრთხის წი­ნა­შე­ა. წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის მი­ერ და­უს­რუ­ლებელი სა­მუ­შა­ოს შე­დეგად, ქუ­ჩა­ზე არ­სებული გამ­დი­ნა­რე წყლის ბუნებრივი გვი­რაბი, შე­საძ­ლებელია ჩა­­კე­ტოს და საცხოვ­რებელი სახლები დატბოროს. ჭაბუკი­­ნის ქუ­ჩის მო­სახლეობა დახმა­რებას ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამხსახურს თხოვს.

ჭაბუკი­­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რებლების თქმით, მა­თი საცხოვ­რებელი სახლების ქვეშ, მი­წის სიღ­რმე­ში რამ­დე­ნი­მე გვი­რაბი ე.წ სა­სუ­ლე­ა, სა­დაც გამ­დი­ნა­რე წყლები ჩა­­დი­ნება. მა­თი თქმით, მთა­ვა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი გვი­რაბი კი მი­წა­შია და­კარ­გუ­ლი.

მო­სახლეობა აცხადებს, რომ გვი­რაბები 1982 წლი­დან არ გაწ­მენ­დი­ლა. წლების გან­მავ­ლობაში მი­ტო­ვებულ და გა­უწ­მენ­დავ გვი­რაბში წყალს გა­დი­ნება უჭირს და წვი­მი­ან ამინ­დში  წყალი მათ საცხოვ­რებელ სახლებს უტევს. გვი­რაბი გვალ­ვის პე­რი­ოდ­ში უბანს და­მა­ტებით პრობლე­მებს უქ­მნის. არხის გა­უ­ვალ­ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვე­წარ­მავ­ლები, მღრღნე­ლები და მწე­რები არა ერთხელ უნახავთ, გან­სა­კუთ­რებით კი  ზაფხულის ცხელ დღეებში.

ჭაბუკი­ა­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რებლების სატ­კი­ვარს სულ ახლახანს წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის მი­ერ შეს­რუ­ლებული სა­მუ­შაოებიც და­ე­მა­ტა. მა­თი თქმით, კომ­პა­ნი­ამ წყლის მი­ლების გა­მოც­ვლის დროს ამო­ღებული მი­წა გვი­რაბის გა­სა­სვ­ლელ­თან დაყარა. მო­სახლეობა ში­შობს, რომ მიყრილ მი­წას წვი­მა ისევ გვი­რაბში ჩა­ი­ტანს და მა­თი სახლები კვლავ დატბორ­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდება.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ წყალ­კა­ნა­ლი აწარ­მოებდა სა­მუ­შა­ოებს. გა­მო­ი­ტა­ნეს მი­წა და დაყარეს აქ, ამ მი­წით შე­იძ­ლება ჩა­ი­კე­ტოს გა­სას­ვლე­ლი და ათასჯერ ვუთხარით, რომ გა­ე­ტა­ნათ მი­წა, მაგ­რამ რე­ა­გი­რება ამ დრომ­დე არა­ა. ეს არის სა­ში­ში მდგო­მა­რეობა, ხრა­მებზე ვართ, შე­იძ­ლება, ეს ჩა­ინ­გრეს და ჩა­ვარ­დეთ შიგ­ნით," - აცხადებს ჭაბუკი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები, ნა­თე­ლა შა­რა­შე­ნი­ძე.

ამა­ვე ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები ტ­რის­ტან და­დუ­ნაშ­ვი­ლი ამბობს, რომ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ას, ქუ­ჩის თავ­ში არ­სებული აუ­ზი­დან გა­მო­სუ­ლი წყლის მი­ერ­თება აღ­ნიშ­ნულ გვი­რაბზე სურ­და. თუმ­ცა, მო­სახლეობამ კომ­პა­ნი­ას ამის უფ­ლება არ მის­ცა.

"ეს წყალი შე­მო­დის ჩემს სახლში. მი­ლების ჩა­საყრე­ლად რომ მო­ვიდ­ნენ, მთე­ლი აუ­ზი უნ­და დაც­ლი­ლიყო და წყალი შე­სუ­ლიყო აქ, ჩე­მი სახლის ქვეშ. ერთხელ კი და­ინ­გრა ჩე­მი სახლი და ახლა ნება აღარ მი­ვე­ცი ამათ. ჩაყარეს მე­რე ეს სვე­ლი მი­წა და მი­ა­ტო­ვეს ასე. ქვე­წარ­მავ­ლები და­სე­ირ­ნობენ წყლის ზე­და­პირ­ზე, ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ა. ვართ სა­შიშ­რობის წი­ნა­შე, ეს თუ არ გა­იწ­მინ­და რო­გორც სა­ჭი­როა ისე, და კი­დევ, წყალ­კა­ნალ­მა ზე­მო­დან წა­მო­სუ­ლი წყალი თუ გვი­რაბს შე­უერ­თა, სა­შიშ­როება გვე­მუქ­რება," - ამბობს ტრის­ტან და­დუ­ნაშ­ვი­ლი.

გა­ერ­თი­ა­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­ი­სის სერ­ვის­ცენ­ტრში აცხადებენ, რომ ჭაბუკი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შაოები წყლის მი­ლის გამ­რეცხი სა­მი ურ­დუ­ლის და­მონ­ტაჟებას ით­ვა­ლის­წი­ნებდა. სერ­ვის­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, მიხეილ თა­თა­რა­ძე აცხადებს, რომ მო­სახლეობის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გობის შემ­დეგ­,ერთ-ერთი ურ­დუ­ლის და­მონ­ტაჟების სა­კითხი დღის წეს­რი­გი­დან მოიხსნა.

"ტექ­ნი­კუ­რად გა­ვი­ა­რეთ ეს სა­კითხი და შე­საძ­ლებლობა მოგ­ვე­ცა ამ ურ­დუ­ლის გა­უქ­მების, ამ ურ­დუ­ლის და­მონ­ტაჟება არ განხოც­რი­ელ­დება იმ ად­გილ­ზე, სა­დაც მო­სახლეობას არ სურს," -  გა­ნაცხადა მიხეილ თა­თა­რა­ძემ.

მიხეილ თა­თა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე ქსე­ლის რეაბილი­ტა­ცია ჯერ არ დას­რუ­ლებულა, ხოლო სა­მუ­შა­ოების დროს დაგ­რო­ვებული გრუნ­ტის  და სხვა მასა­ლების გა­ტა­ნა ­სამ­შე­ნებლო კომ­პა­ნი­ას ევა­ლება.

"სამ­შე­ნებლო კომ­პა­ნი­ას ევა­ლება გა­ა­სუფ­თა­ოს სა­მუ­შაო მო­ე­და­ნი. შე­საბამი­სად­, ჩვე­ნი ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახური უზ­რუნ­ველყოფს გრუნ­ტის გა­და­ად­გი­ლების და­ვა­ლებას სამ­შე­ნებლო კომ­პა­ნი­ა­ზე. ჯერ არაა დას­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოები, საბოლო­ოდ, გრუნ­ტი აღებული იქ­ნება და გა­სუფ­თა­ვებული იქ­ნება სა­მუ­შაო მო­ე­და­ნი," - აცხადებს თა­თა­რა­ძე.

ჭაბუკი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს ეს­პა­ნუ­რი კომ­პა­ნია სს "კობრა ინ­სტა­ლა­სი­ო­ნეს ი სერ­ვი­სი­ოს" სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლი­ ა­წარ­მოებს.

"ვითხოვთ დახმა­რებას. მო­ვიდ­ნენ­ კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის თა­ნაშ­რომ­ლები და გაწ­მინ­დონ ეს გვი­რაბი მი­წის­გან. ან­ტი­სა­ნი­ტა­რია რა­ღაც სა­წამ­ლი სა­შუ­ა­ლებებით მოს­პონ," - აცხადებენ ჭაბუკი­ა­ნი ქუ­ჩის მცხოვ­რებლები.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რებისა და კე­თილ­მოწყობის სამ­სახურ­ში გა­ნაცხადეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გვრიაბის გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ოებს სამ­სახურის დაქ­ვემ­დებარებაში მყოფი კომ­პა­ნია გა­ნახორ­ცი­ე­ლებს.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა