|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ რა თანხა შესწირა პოლიტიკურ პარტიებს იმერეთიდან?

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების შემომწირველ კომპანიათა სიაში იმერეთის რეგიონიდან სამი კომპანია - შპს „ვანმშენი“, შპს „მეღვინეობა ხარება“ და შპს „გუმბა“ შევიდნენ. 

ფულადი და არაფულადი შემოწირულობები კომპანიებმა მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გაიღეს.

შპს „ვანმშენმა“ 1500 ლარის არაფულადი შემოწირულობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის“ გასწია, „მეღვიენობა ხარებამ“  37 353,33 ლარი პოლიტიკურ გაერთიანებას "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისთვის“ გაიღო, ხოლო შპს „გუმბა“ 2998 ლარით „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ შემომწირველია.

ყველაზე დიდი შემომწირველი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით,  2004 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა.

სააგენტოს მონაცემებით, მეღვინეობას 100%-ით ფლობს ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ლარინო ლიმითედი“.

„ლარინო ლიმითედი“, ასევე, ფლობს 100%-იან წილს შპს „საქართველოს მარანში“ და „საქართველოს მარნის ყვარლის ფილიალს“. თავის მხრივ, „საქართველოს მარანი“ კომპანიის „მეღვიენობა ხარება“ 42 %-იან წილს ფლობს. მეღვინეობას, რომელიც თერჯოლის რაიონში ფუნქციონირებს, საჯარო უწყებების მიერ გამოცხადებულ არც ერთ ელექტრონულ ტენდერში არა აქვს მონაწილეობა მიღებული.

მეღვინეობისგან განსხვავებით, 2012 წლიდან ამ დრომდე საჯარო უწყებების მიერ გამოცხადებულ ელექტორნულ ტენდერებში მონაწილეობას იღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი, შპს „ვანმშენი“. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების რიცხვი (28,85%) ბევრად ნაკლებია, ვიდრე წაგებულთა (63,46%) რაოდენობა. შპს „ვანმშენისთვის“ ტენდერების კუთხით წარმატებული 2012 წელი აღმოჩნდა, რადგან ყველზე მეტი ტენდერი კომპანიამ, სწორედ ამ პერიოდში მოიგო.

შპს „ვანმშენი“, მეწარმეთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2008 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს ზაალ ლილუაშვილი ფლობს, ხოლო ფირმის დირექტორის პოზიცია ილია გიორგაძეს უჭირავს, რომელსაც ამავე დროს კომპანიის შპს „L&V“ დირექტორიცაა. შპს „ვანმშენმა“ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 1500 ლარი შეწირა.

2010 წლის არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა სიაში მხოლოდ ქუთაისიდან  21 კომპანია იყო.

რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლუკური პარტიის“ შემომწირველს, შპს „გუმბა“-ს, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ფირმა 2012 წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა. ფირმის იურიდიული მისამართი წყალტუბოს რაიონი, სოფელი წყალტუბოა. კომპანიამ შემოწირულობის სახით 2 998 ლარი გაიღო.

შპს „გუმბას“ 100%-იანი წილის მფლობელი კონსტანტინე ქუთათელაძეა, ხოლო დირექტორი ნუგზარ ქობულაძე, რომელიც ამავე დროს შპს „პრესტიჟმშენის“ 50%-იანი წილის მფლობელია. შპს „გუმბას“ ჯერჯერობით, არც ერთ ელექტორნულ ტენდერში არა აქვს მონაწილეობა მიღებული.

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების თემა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს კვლევის საგანი გახდა. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კოალიციის შემომწირველთა რაოდენობა გაიზარდა და 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისის ჩათვლით 683 შემომწირველისგან 8 216 448 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღო. ასევე, შემომწირველმა პირებმა, გამარტივებული და კონკურენტული ტენდერით მიიღეს კონტრაქტები, რომელთა საერთო ღირებულება 40 მილიონამდე ლარს შეადგენდა, საიდანაც მხოლოდ 10 მილიონი იყო  გამარტივებული წესით გაფორმებული. ტენდერებში მონაწილე კომპანიების შემომწეირველთა სიაში არსებობას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა, რაც არსებული ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება. „ესაა „ნაციონალებიდან“ დანერგილი ტენდენცია - გაგებიებ ტენდერს, დამაფინანსე არჩევნების დროს. რაც მათ ცუდი დანერგეს, ყველაფერი კარგად აითვისა „ოცებამ“. ესაა დამღუპველი, დანაშაულებრივი სქემა და ეს საქართველოს კარგ გზაზე არ მიიყვანს. ტენდერში მოგებული თანხა კომპანიამ უკან უნდა დააბრუნოს, ამიტომ ის იძულებულია ხარისხი დააკლოს იმას, რასაც აკეთებს და მუშასაც უნდა დააკლოს ხელფასი. სხვანაირად საიდან უნდა მოიტანოს ის თანხა? ან ტენდერის თანხები იყო გაწელილი თავიდანვე, ან მერე ხარისხს დაიკლებს. ორივე გზა დანაშაულებრივია,“ - აცხადებს გოგი წულაია. კერძო და იურიდიული პირებიდან შემოწირულობები „ქართული ოცნების“ გარდა, ოპოზიციურმა პარტიებმაც მიიღეს. ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ 2013–2014 წლებში 297 შემომწირველისგან 2 643 534 ლარი მიიღო. პარტიის სახელზე შემოწირულობის უდიდესი ნაწილი დონორებმა 2013 წელს ჩარიცხეს, მიმდინარე წლის 30 მაისამდე პარტიას მხოლოდ 1 შემომწირველი ჰყავდაერთიან ნაციონალურ მოძრაობა" 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისის ჩათვლით 306 შემომწირველისგან 702 942 ლარი აქვს მიღებულიარასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო კვლევის შედეგად გამოავლინა, რომ გასულ წლებ არსებული ტენდენცია, როდესაც 99%-ის შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები იღებდნენ, შენარჩუნებული არაა.დღეს, შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირები და მათთან კავშირში მყოფი კომპანიები ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს ახორციელებენ. თუმცა, მმართველი კოალიციის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობები მეტია. აღსანიშნავია, რომ ტენდერების და გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე ხელშეკრულებების დადება პოლიტიკურ პარტიების დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებთან არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილოს ამ თემაზე და შეისწავლოს მსგავს გარემოებებში გაფორმებული კონტრაქტები", _ აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში".

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა