|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პროსტიტუციას ბოლო უნდა მოეღოს“- ბაღდადში 27 მეძავი ქალი დახვრიტეს

 „მეძავებს ერაყში ბოლო უნდა მოეღოთ“- ამ წარწერის წაკითხვა შეიძლება შენობის კარზე, სადაც მკვლელეობა მოხდა. მიწაზე სისხლის კვალია, კედლებზე კი  -ტყვიების ჯერის. ასე გამოიყურება მოქალაქეების მორიგი მასიური მკველელობის ადგილი ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში, წერს Corriere della Sera.

ამჯერად მსხვერპლები ქალებია, სავარაუდოდ მეძავები, ზაიუნის (შიიტური კვარტლის)  ერთ- ერთი საიდუმლო ბორდელიდან. ადგილობრივი მედია სხვადასხვა მონაცემებს მიუთითებს. მოკულია 29 ადამიანზე მეტი, აქედან 25 ან 27 ქალია. "მოკლული მეძავები გაფრთხილებულები იყვნენ, ადრეც მომხდარა მთაზე თავდასხმა. ხოლო 2013 წლის მაისში 12 მოკლეს“,- აღნიშნავს ადგილობრივი ტელეარხი Iraqia.

ერაყის  ახალი კანონმდებლობით  პროსტიტუცია იკრძალება.  სადამ ჰუსეინის დროს პროსტიტუცია ფორმალურად იკრძალებოდა, თუმცა მის მიმართ სირბილეს იჩენდნენ და თვალს ხუჭავდნენ. ქალები შავებში  ცენტრალური რაიონის ქუჩებშიც თავაზობდნენ საკუთარ თავს კლიენტებს. კერძო კლუბებიც ბევრი იყო, მიუთითებს გამოცემა.

ახლა კი პროსტიტუციასთან  დაკავშირებით საუბარია უკვე არა უზარმაზარ ჯარიმებზე ან პატიმრობაზე, არამედ - სიცოცხლეზე.

მაგრამ ვინ ჩაიდინა მკვლელობა? ადგილობრივი მედია მიუთითებს შიიტურ პოლიციურ  ფორმირებებზე, თანაც აღნიშნავს, რომ  შემთხვევით არ მომხდარა მკვლელობა სწორედ ახლა. ეს პერიოდი რელიგიური აღტკინების ხანაა, რადგან რამადანი ახლოვდება.

თუმცა რა მიზეზიც უნდა იყოს ეს ყველაფერი მიანიშნებს დიდ ქაოსზე, რომელშიც სულ უფრო ეფლობა ერაყის სახელმწიფო. შიდაპოლიტიკური უუნარობა ახალისებს და აძლიერებს დამოუკიდებელ შეიარაღებულ ძალებს, წერს Corriere della Sera.

წყარო:Corriere della Sera

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა