|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის შენობაში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამისაწარმოე საქართველოშიპრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ორი ივნისიდან მოქმედებს, თუმცა დასავლეთ საქართველოში მისი პრეზენტაცია პირველად განხორციელდა.

პროგრამის კოორდინაციას ახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. აღნიშნული პროგრამის მიზანს  ადგილობრივი  მეწარმეების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა  წარმაოდგენს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამა პრემიერ მინისტრის უშუალო ინიცირებით  ხორციელდება.

„მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა შექმნან ახალი საწარმო და გამოუშვან ახალი პროდუქცია ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა.  

 როგორც შეხვედრაზე ითქვა, პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს. პირველი კომპონენტია სესხი ერთიდან სამი პროცენტის  შუალედში, რომელიც   შეუძლია მოითხოვოს მეწარმემ  ბანკების დაკრედიტების შემთხვევაში. მეორე კომპონენტი ზრდის ხელმისაწვდომობას უძრავ ქონებაზე, მეწარმეებს  საშუალება ეძლევათ მიიღონ  ქონება ერთ ლარად თუ შეასრულებენ ვალდებულებას, განახორციელებენ  ინვესტიციას  და შექმნიან ახალ საწარმოს. მესამე -   საკონსულტაციო მომსახურება, რომლის მეშვეობითაც მეწარმეებს ეძლევათ პროფესიულ განათლებასთან  და ინფორმაციასთან  წვდომა.

 პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სამინსიტროების, გუბერნიის, პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკების წარმომადგენლები. ასევე მეწრამეები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან.

პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონს წარმოადგენს, აქედან 30 მილიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება, 16 მილიონი იდუსტრიულ სექტორს.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა