|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა

ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შემსწავლელ ცენტრთან არსებულმა ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა. საზაფხულო სკოლამ მუშაობა 10 ივლისს დაიწყო და 20-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.

„სკოლა ითვალისწინებდა მოკლე სალექციო კურსებს ამერიკის შესახებ. სტუდენტებს  წაეკითხათ ლექციები ამერიკის ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის შესახებ, ასევე  იყო ლექციების კურსი ამერიკის ლიტერატურაზე, მკვიდრ ამერიკელებზე და ქალთა მოძრაობაზე ამერიკაში“, - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა, ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორმა ია იაშვილმა.

დასკვნითი დღე პრეზენტაციებს დაეთმო, რომლებიც სტიდენტებმა წარმოადგინეს. მათ ასევე გადაეცათ სერთიფიკატები.   

 „დღვანდელი პრეზენტაციები თემატურად უკავშირდება იმ ლექციებს რა ლექციებიც წაეკითხათ მათ ორი კვირის  განმავლობაში, არჩევანი თავისუფალი ჰქონდათ", აღნიშნა იაშვილმა.

ამერიკის შესწავლის ცენტრის ორგანიზებით უკვე 4 წელია ეწყობა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლა.  2011-2012 წელს სკოლა ამერიკის საელჩომ დააფინანსა და 2013- 2014 წლებში წერეთლის უნივერსიტეტმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა