|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოზარდს პირის ღრუდან 232 კბილი ამოუღეს

უნიკალური ოპერაცია ჩატარდა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში. სტომატოლოგებმა შვიდსაათიანი ოპერაციის შედეგად, 17 წლის აშიკ გავაის 232 კბილი ამოუღეს, რომლებიც პირის ღრუში იშვიათი დაავადების შედეგად განვითარდა.

ექიმების დიაგნოზით, ეს უიშვიათესი დაავადებაა სახელად ოდონტომა-კბილის ქსოვილებისაგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. აქამდე ყველაზე სერიოზული შემთხვევა 37 ზედმეტი კბილის ამოღება იყო.

სტომატოლოგების განცხადებით, ეს ალბათ ყველაზე რთული პროცედურაა, რაც კი ოდესმე ჩატარებულა პლანეტაზე. ოპერაციის დროს, მათ მოახერხეს არ დაეზიანებინათ პაციენტის ყბის სტრუქტურა. ასე რომ, აშიკი მალე შეძლებს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

vesti.ru

"ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა