|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა

მესხიშვილის თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა, ნილ საიმონის „სიყვარულის ქრესტომათია“ კოტე აბაშიძის რეჟისურით თეატრის მცირე სცენაზე გათამაშდა. „სიყვარულის ქრესტომათია “ყოფითი დრამაა და იგი რეჟისორის მესამე სპექტაკლია მესხიშვილის თეატრში.

აღნიშნული პიესით დაინტერესება რეჟისორმა პროექტის სირთულით, აქტიორული პოტენციალით და თეატრის რეპერტუარში კონკრეტული ჟანრის სიმწირით ახსნა. „როდესაც რეჟისორი პიესას ირჩევს დასადგმელად თეატრში, მერე მას სამხატვრო ხელმძღვანელთან ათანხმებს და ეს იდეა მუშავდება, იქ ყველა პარამეტრი და ყველა პუნქტი გათვალისწინებული უნდა იყოს:  არტისტული პოტენციალი, ასევე რამდენად ჭირდება ამ ჟანრის სპექტაკლი თეატრს რეპერტუარიდან გამომდინარე. დემოკრატიულ მაყურებელთან ურთიერთობის პერსპექტივა - მასალის სირთულეს ვგულისხმობ და მცირე სცენის სპეციფიკა, რისთვისაც იქმნება კამერული სპეტაკლები, სადაც ურთულესია თამაში. როდესაც თეატრს შეუძლია  ასეთი პროექტების განხორციელება და როდესაც მას ყავს ისეთი  აქტიორული პოტენციალი  ამისი არგამოყენება არ შეიძლება  , - მიაჩნია კოტე აბაშიძეს.

თავად პიესა  დრამატურგმა კომედიის ჟანრს მიაკუთვნა, თუმცა სპექტაკლის დრამტურგია რამდენიმე ჟანრის ზღვარზე მოძრაობს და ამ სივრცეში წონასწორობის შენარჩუნება ქმნის სირთულეს.

„ჩვენ პირველ მოქმედებაში  შევინარჩუნეთ კომედიის ჟანრი, სპექტაკლის მოქმედების 2)3  აღნიშნულ ჟანრში ვითარდება, თუმცა 1/3  ფსიქო-დრამაში გადადის და ამზადებს  მაყურებელს მეორე მოქმედებისთვოს, სადაც ცხოვრებისეულად  ძალიან რთული ფსიქოლოგიური დრამა გათამაშდება“, - აღნიშნა რეჟისორმა.

რეჟისორი მიუთითებს ჟანრის მეტამორფოზაზე, რომელიც პიესამ განიცადა სპექტაკლში.  „მივიღეთ  კომიკური მელოდრამა. ურთულესი ჟანრი,სპექტალის საერთო სახიდან გამომდინარე. ასეთი პროდუქცია, სადაც ზომიერების ღვარზე ხდება თამაში, სადაც ურთულეს დღეში არიან ჩავარდნილი მსახიობები და მთლიანად რეჟისურა არის მიკროქირურგიული და ეს არის უდიდესი პრესტიჟი,კარგი გაგებით, როდესაც თეატრს  ასეთი რთული პროექტის განხორციელება შეუძლია“, - მიაჩნია კოტე აბაშიძეს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა