|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქორწილში პატარძალი შეცდომით „სხვის“ სასიძოს მიჰგვარეს

ორი პომპეზური საქორწილო ცერემონიალი იემენის დედაქალაქ სანეში  კინაღამ გრანდიოზულ სკანდალში გადაიზარდა. ერთ-ერთი პატარძლის  მდიდრული მანქანა შეცდომით შეუერთდა სხვა კორტეჟს  და პატარძალი `სხვა  სასიძოსთან~ მიიყვანა.  თანაც სწორედ იმ მომენტში, როდესაც სიძის რეალური რჩეული მიადგა მის ახალ საცხოვრებელს. ამ კურიოზის შესახებ თითქმის ყველა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავდნენ.

ეს შეცდომა ლიმუზინის მძღოლის მიზეზით მოხდა. გოგონამ გზაში მანქანა შეაჩერებინა და ნაცნობებს გამოელაპარაკა, როდესაც გზა განაგრძეს მანქანა სხვა კორტეჟში აღმოჩნდა. მათ ყველას გადაასწრეს და პირველები მივიდნენ „სხვისი“ სასიძოს სახლში. მათ შესახვედრად გამოსული სიძე კართან გაშეშდა, რადგან ორი მანქანიდან ორი პატარძალი გადმოვიდა. სტუმრები იგონებენ, რომ ამ მომენტისთვის მუსიკა და მისალოცი შეძახილები შეწყდა და დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.

სიტუაცია განმუხტა თავად „სხვისმა“ პატარძალმა. გამოაცხადა, რომ „არასწორ სასიძოსთან“ აღმოჩნდა. სტუმრებს ამაზე სიცილი აუტყდათ, რის შემდეგაც გოგონა სწორ მისამართზე გაგზავნეს თავის რეალურ საქმროსთან. 

mail.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა