|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს სასიყვარულო სცენებში თამაში აუკრძალა

ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, თავის მეუღლეს ბრედ პიტს კატეგორიულად აუკრძალა სასიყვარულო სცენებში გადაღება. გამონაკლისი დაიშვება, თუ ისინი ფილმში ერთად თამაშობენ.

ინფორმაციას ამერიკული ტაბლოიდი The National Enquirer, წყვილის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტაბლოიდის აზრით, ჯოლის უბრალოდ ეშინია, რომ ისტორია განმეორდება - ანჯელინასა და ბრედს შორის რომანი 2004 წელს, სწორედ ფილმის «MR & MRS SMITH»-ის გადაღებისას დაიწყო, მაშინ პიტი ჯენიფერ ანისტონის ოფიციალური ქმარი იყო და მათი ქორწინება საკმაოდ მყარი იყო.

ცნობილია, რომ ანჯელინას გადასაღებ მოედანზე საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა პიტის გადასაბირებლად. ჯოლის მცდელობამ შედეგი გამოიღო - პიტი და ანისტონი დაშორდნენ.

კითხვაზე, თუ რატომ უკრძალავს მეუღლეს სასიყვარულო სცენებში გადაღებას, მსახიობმა განაცხადა: "მე ვთვლი, რომ ასეთ სცენებში გადაღება ოჯახის მამისთვის და მეუღლისათვის უხამსი და შეუფერებელია".

სხვათა შორის, მალე ცნობილი წყვილი დაიწყებს საკუთარი ფილმის გადაღებას, რომელშიც ნაჩვენები იქნება მეუღლეთა ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კრიზისი.

people.passion

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა