|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის მთავრობა იმპორტულ ტანსაცმელს კრძალავს

რუსული სანქციები ამიერიდან ტანსაცმელზეც გავრცელდება. რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა სახელმწიფო შესყიდვები მსუბუქი მრეწველობის საქონელზე უცხოელი მომწოდებლებისაგან. ეს შეზღუდვა არ შეეხება კერძო ბიზნესმენებს, რომლებიც ქვეყანაში ტანსაცმლის შეტანით არიან დაკავებულნი. საუბარია მხოლოდ სახელმწიფო სახსრებით შეძენილ საქონელზე. ამ საქონელს შორის მოხვდა ქსოვილები, სპეცტანსაცმელი, თეთრეული, ტყავისა და ბეწვის ტანისამოსი. ხელისუფლების თქმით, მათი მიზანია, თავად რუსეთში განვითარდეს მსუბუქი მრეწველობა. რუსეთის პრემიერის ბრძანებით, აკრძალვები დაწესდა იმ ქვეყნების საქონელზე, რომელთაც რუსეთს დაუწესეს სანქციები.

წყარო: unian.net

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა