|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთი 2050 წლისთვის მთვარის კოლონიზებას და დასახლებების გაშენებას გეგმავს

კოსმოსური შეჯიბრი აშშ-სა და სსრკ-ს შორის მეოცე საუკუნეში კარგ სტიმულად იქცა მთვარის პრაქტიკული შესწავლის საკითხში. თუმცა ამერიკელი ასტრონავტის პირველმა ნაბიჯმა გამოავლინა გამარჯვებული ამ შეჯიბრში, რის შემდეგაც მთვარის ამბიციები ნელ-ნელა ჩაქრა.

ახალი ბიძგი ამ შეჯიბრს უკვე 21-ე საუკუნეში მიეცა. როდესაც ჩინეთმა 2007 წელს გაახმოვანა მისი ამბიციები 2030 წლისთვის მთვარის კოლონიზაციის შესახებ. ამას მოყვა სხვა დიდი სახელმწიფოების განცხადებები და ჩინეთის ფეხდაფეხ მთვარის პროგრამები ჩაუშვებს სხვა სახელმწიფოებმაც.რუსეთი  მთვარეზე დასახლებების გაშენებას 2050 წლისთვის იმედოვნებს.

სპეციალისტების აზრით, მთვარის კოლონიზაცია დიდ პერსპექტივებს აჩენს ჩვენი ცივილიზაციისთვის. სასარგებლო მასალების მოპოვება, მთვარის სისტემის შექმნა დედამიწის ენერგოაღჭურვისთვის. ობსერვატორიების აშენება ატმოსფეროს არარსებობის პირობებში და ფრენები მზის სისტემის მანამდე მიუწვდომელ ობიექებზე.

inosmi.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა