|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერები: ადამიანი დაბერებას 39 წლის ასაკში იწყებს

ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ცხოვრების წესისა დაბერებას 39 წლის ასაკიდან იწყებს.

მეცნიერთა თქმით, სწორედ ამ ასაკში იწყებს ორგანიზმი მიელინის გამომუშავების შემცირება - ნივთიერება, რომელიც იცავს ნერვულ უჯრედებს მავნე გავლენებისგან. ამასთან, მიელინის გამომუშავება ორგანიზმში ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მცირდება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სწორედ 39 წლის ასაკში იწყდება საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა, ასევე იწყება გონებრივი შესაძლებლობების შესუსტება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ თეორიას ყველა მეცნიერი როდი ეთანხმება. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ დაბერების პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, ასე რომ, ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

/runews24.ru/

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა