|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერებმა დაადგინეს რომელი დიეტაა ყველაზე ეფექტური

ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ სხვადასხვა სახის დიეტებსა და კვების რაციონს სთავაზობენ და აუცილებლად ურჩევენ შეამცირონ ცხიმის მიღება. ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბალნახშირწყლოვანი დიეტა მეტად ეფექტურია, ვიდრე უცხიმო დიეტა . ტორონტოს კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების აზრით, დაბალნახშირწყლოვანი დიეტა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ სწრაფად.

ექსპერიმენტით აღმოჩნდა, რომ დაბალნახშირწყლოვანი და უცხიმო დიეტები ფაქტიურად ყველაზე ეფექტურია. კვლევის დასრულების შემდეგ, მოხალისეებმა , რომლებმაც დაბალნახშირწყლოვანი დიეტა აირჩიეს ექვს თვეში 8,5 კგ. დაიკლეს, ხოლო ვინც უცხიმო დიეტაზე დაჯდა მხოლოდ 7 კგ-ს დაკლება შეძლეს ისიც ერთ წელიწადში.

შეგახსენებთ, ნახშირწყლებს შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტები როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, თაფლი. ეს პროდუქტები აუცილებელია ჩვენს ყოველდღიურ მენიუში, რადგან ისინი გარდა ნახშირწყლებისა შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მათი გამორიცხვა არაფრით არ შეიძლება. დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს უარი უნდა თქვათ - ტკბილეულზე, დესერტზე, კანფეტზე, საკონდიტრო ნაწარმზე, ქარხნული წარმოების წვენებზე, გაზიან სასმელებზე, ნაყინზე, პურ-ფუნტუშეულობაზე.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომელი დიეტაც არ უნდა აირჩიოთ მთავარია - მკაცრად დაიცვას ის. რეგულარული ვარჯიში - კვების მიმართ გონივრული მიდგომა, ეს საუკეთესო კომბინაციაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა