|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საშუალო სტატისტიკური დედა დღეში 42 საქმეს ასრულებს

ბრიტანელმა სოციოლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ საშუალო სტატისტიკური ინგლისელი დედა დღის განმავლობაში 42 საქმეს აკეთებს. სიაში შედის სახლის დალაგება (რამდენჯერმე), საკვების მომზადება (რამდენჯერმე) და ტანსაცმლის გარეცხვა (პრინციპში, ამის გაკეთებაც შეიძლება დღეში რამდენჯერმე).
ამ საქმეების ნახევარს მაინც დედების უმრავლესობა დილასვე აკეთებს და ბევრი მათგანი დილის 9 საათისთვის, როცა ხშირად მათ შვილებს ჯერ კიდევ სძინავთ, უკვე ამთავრებს საქმეების დიდ ნაწილს. 
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა გამოაცხადა, რომ დაახლოებით სადილობის დროისთვის უკვე დაღლილი და ძალაგამოცლილია. თუმცა მორიგი საქმეების გროვა სწორედ ამ პერიოდის შემდეგ იწყება. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ დედების გარკვეულ ნაწილს თავად დაჰყავს ბავშვები სკოლა-ბაღში, ამზადებინებს გაკვეთილებს და ა.შ., 42-ზე გაცილებით დიდ ციფრს მივიღებთ. 
მკვლევრებმა ისიც გაარკვიეს, რომ მენიუს შედგენასა და საკვების მომზადებას დიასახლისები თუმცა კვირაში 14 საათამდე ანდომებენ. 
და კიდევ, ისიც თქვეს დედებმა, რომ მიუხედავად საქმეების მომატებისა, სასწავლო წლის დაწყებას მაინც სიხარულით ხვდებიან.

mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა