|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპეციალური ტროტუარი ტელეფონიანებისათვის

ასეთი ტროტუარი მოაწყვეს ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში, რომელზეც სპეციალური ნიშნებია დატანილი. ეს ტროტუარი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ფეხით სეირნობის დროს ტელეფონის ეკრანს თვალს არ აცილებენ. ქალაქის მუნიციპალიტეტმა ეს სიახლე იმიტომ დანერგა, რომ თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები. ფეხით მოსიარულეებს მოუწოდებენ, ინტერნეტში მუშაობასთან ერთად, ფეხქვეშაც იყურონ.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, ჩინეთში ინტერნეტდამოკიდებული მოზარდების "გამოსასწორებლად" სპეციალური ბანაკებიც დაარსეს. ჩინეთში ასეთი 250 ბანაკის გახსნა იგეგმება.

"info9"


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა