|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

IDFI –ის სემინარი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იწვევს სტუდენტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ სემინარში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.  შეხვედრა გაიმართება 16 ოქტომბერს 14:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი სხვა 64 ქვეყანასთან ერთად საქართველოცაა.   სახელმწიფოები OGP-ის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელისუფლების გამჭვირვალეობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.

მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის www.data.gov.ge−ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა.

სემინარის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ზოგადად პარტნიორობის, აგრეთვე საქართველოს მიერ აღებული თითოეული ვალდებულებების შესახებ. სპიკერები აუხსნიან მონაწილეებს თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების და შემდეგ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერია USAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა