|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაპატიე, რომ სამსახური დავაყენე პირველ ადგილზე..." - რას ნანობენ დედები

დედობა და დანაშაულის განცდა ხელჩაკიდებული მოდიან. ვიღაც იმას ნანობს, რომ კარიერას დაუთმო მეტი დრო და ბავშვს მოაკლო, ვიღაც – რომ მეტისმეტად მკაცრი იყო. დიდ ბრიტანეთში სამმა მამაცმა დედამ დაწერა  შვილებისადმი მიძღვნილი სინანულის წერილი და საჯაროდ გაამხილა, რას ნანობენ ყველაზე მეტად. 


"მაპატიე, რომ სამსახური პირველ ადგილზე დავაყენე", - წერს პირველი დედა, 46 წლის ტონიტა კერი, ჟურნალისტი, რომელიც ორ ქალიშვილს ზრდის.
"როცა შენ დაიბადე, ხელში მეჭირე და პირობა დავდე, რომ საუკეთესო დედა ვიქნებოდი. გაზეთში საკმაოდ სტრესული სამსახური მივატოვე და გადავწყვიტე, მთელი დრო დედობისთვის მიმეძღვნა, რომ არ გამომეტოვებინა შენი ბავშვობის არც ერთი ძვირფასი წუთი. მაგრამ დრო გადიოდა, და მე და მამაშენი ვხვდებოდით, რომ შენს კარგ განათლებას დიდი ფული სჭირდებოდა. დილის 5 საათზე ვდგებოდი, რომ წერა დამეწყო, და შენი ყვირილი, როცა იღვიძებდი, შიშს მგვრიდა, რადგან ვხვდებოდი, რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა დღის განმავლობაში.
ჩემდა სამარცხვინოდ, იყო დრო, როცა სამსახურის ზარებს უფრო სწრაფად ვპასუხობდი, ვიდრე შენს თხოვნას, საშინაო დავალების შესრულებაში დაგხმარებოდი. შენს სკოლის კონცერტებზე კი დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ სმარტფონისთვის მომეცილებინა თვალი და სამუშაო წერილების კითხვა შემეწყვიტა. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩემი სტრესი ვირუსივით გადმოდიოდა შენზე. 
რა მაგალითი უნდა მომეცა შენთვის, როგორც დედას? ლილი, ყველაზე მეტად არ მინდა, შენს უქმეებს გამოვაკლდე. გასულ უქმეებზე ბრაიტონში წავედით. ჩვენ ორნი ვიყავით მხოლოდ, გამორთული ტელეფონებით, ნაყინი მივირთვით, წყალში კენჭები ვისროლეთ, ვიმაიმუნეთ. რა თქმა უნდა, ერთი უიქენდი ვერ დააბრუნებს ხელიდან გაშვებულ დროს, მაგრამ ვეცდები და მინდა, რომ წლების შემდეგ შენ შეძლო თქმა: `დედა ყოველთვის გვერდით იყო". 


"ძვირფასო სედი, მაპატიე, რომ არ გყავს ახალგაზრდა დედა", - წერს მეორე ქალი, 53 წლის ნაომი გრინი, რომელიც 17 თვის სედის ზრდის.
"30 წლის რომ გავხდი, დიდი სტრესი მქონდა – ავარიამ კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეიწირა, მამაჩემი სიმსივნით გარდაიცვალა. როცა მამაშენს შევხვდი, უკვე 41 წლის ვიყავი. მე და ჩემი მეგობარი საფრანგეთის ალპებში ვსრიალებდით თხილამურებით და მონბეგოს მწვერვალზე ჩავიფიქრე სანუკვარი სურვილი – ბავშვი გამეჩინა. მაშინ ეს აუსრულებელ ოცნებად მესახებოდა. 
მერე ჩემს მეგობარს ვუამბობდი ძალიან მაგარ კაცზე, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა თვითმფრინავში და თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი მომცა. ალბათ, ღმერთმა გაიგო ჩემი თხოვნა. შინ რომ დავბრუნდი, სწორედ იმ მამაკაცთან წავედი შეხვედრაზე და მას მერე არ დავშირებივარ. პიტი ჩემზე 8 წლით იყო უმცროსი და კიდევ რამდენიმე წელი გავიდა, სანამ საერთო შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ. ეს არ იყო იოლი. ორი მოშლა, 4-ჯერ ხელოვნური განაყოფიერების მცდელობა და მხოლოდ მეხუთე მცდელობით გაჩნდი შენ, ძვირფასო სედი. იმ მომენტში 51 წლის ვიყავი. იმდენად საოცარი სანახავია, როგორ ვითარდები და იზრდები. და ისე ვნანობ, რომ ადრე არ გაგაჩინე, რადგან გაცილებით მეტ დროს გავატარებდით ერთად".

"ძვირფასო დოლი, მაპატიე, რომ მარტო გზრდიდი", - წერს მესამე დედა, 38 წლის კლოვერ სტრაუდი, რომელიც ორ უფროს (10 და 13 წლის) შვილებს ზრდის და ასევე წლი-ნახევრის პატარას, რომელიც მეორე ქმართან შეეძინა.
"როცა შენ გაჩნდი ამქვეყნად, ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სამყაროს შესცქეროდი შენი დიდი თვალებით, ჩემ მხარს უკან კი შენი უფროსი ძმა იდგა და გაოცებული შემოგყურებდი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ოღონდ კი დამეცავი. ყველაფრისთვის, ქორწინების შენარჩუნების გარდა, რომელსაც შენს გაჩენამდე შეუდგა წყალი. ყოველთვის სიმართლეს გეუბნებოდი მამაშენზე, მის ლოთობაზე, ამიტომ ხვდები, რატომ გავშორდი. ძალიან მინდოდა, რომ არ გქონოდა ცხოვრებაში არაბავშვური სირთულეები და ვნანობ, რომ შენ არ გაიზარდე მეგობრულ თბილ ოჯახში, როგორც ბევრი შენი თანატოლი.
მიხარია, რომ გაქვს ურთიერთობა მამაშენთან და ვიცი, როგორ გიყვარს. მე არ ვიყავი იდეალური დედა, მაგრამ დამიჯერე, ორი შვილის მარტო გაზრდა არც ისე ადვილია. 
მოგვიანებით კი პიტს შევხვდი და ახლა ჩვენ ხუთნი ვართ, მაისში ექვსნი გავხდებით. ახლა სავსე ოჯახი გვაქვს, მაგრამ პატიებას გთხოვ შენი ადრეული ბავშვობის წლების გამო, რომლებიც არც ისე კარგ პირობებში გაატარე".

mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა