|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ "ეკაიფება" 5 წლის ბავშვებს?

 2015-2016 წლებიდან  სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში იუმორისტი გიორგი ჯანელიძე ასე გამოეხმაურა: "ახალი კანონის არსში ჯერ ბოლომდე ვერ გავედი, მაგრამ როგორც ირკვევა, ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იმ მოსწავლეებს, რომლებიც 15 სექტემბერს 6 წლისანი არ იქნებიან, სახელმწიფო სკოლაში არ მიიღებს და სთავაზობს, გაისადაც ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იგივე პროგრამა გაიარონ, ოღონდ თავისზე უმცროსებთან ერთად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო 5 წლის ბავშვებს ეკაიფება?"

 სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 2014 წელს 6  წლით განისაზღვრა. 2014-2015 სასწავლო წელი  გარდამავალ პერიოდადაა განსაზღვრული  და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულნი არიან   ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი.  



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა