|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიპლომატიის სკოლა მიღებას აცხადებს

მომავალ დიპლომატთა კლუბი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აცხადებს X-XII კლასის მოსწავლეების მიღებას დიპლომატიის სკოლაში. დიპლომატიის სკოლა ერთთვიანი პროგრამაა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებით, საერთაშორისო ეკონომიკით, პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროებში. 
▼ ერთთვიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეები: 
✎ მიიღებენ თეორიულ ცოდნას
✎ მიიღებენ მონაწილეობას დებატებსა და მოდელირებებში
✎ გაეცნობიან საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებების მუშაობას
▼ საგნები, რომელსაც დიპლომატიის სკოლაში ისწავლით: 
✎ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
✎ დიპლომატიის ისტორია
✎ ეტიკეტი
✎ ქართული დიპლომატიის ისტორია
✎ საგარეო პოლიტიკის ანალიზი
✎ ეკონომიკის საწყისები
✎ საერთაშორისო ეკონომიკა
✎ პოლიტიკური იდეოლოგიები
დიპლომატიის სკოლა ოთხკვირიანი პროგრამაა, ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას და მათ გაუძღვებიან მომავალ დიპლომატთა კლუბის თანამშრომლები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორების კოორდინირებით. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას; ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში გამოიყენებენ სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებზე. კურსის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში. კურსის ბოლოს კი მოსწავლეები თავიანთ ცოდნას გამოიყენებენ სპეციალურად მათთვის მოწყობილ მოდელირებაში. დიპლომატიის სკოლის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატები, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს. 
დიპლომატიის სკოლაში მონაწილეობის საფასურია 40 ლარი. აღნიშნული თანხა ფარავს მოსწავლეების ყველა საჭირო მასალებით უზრუნველყოფას.
დიპლომატიის სკოლაში სწავლის მსურველებმა შეავსეთ აღნიშნული აპლიკაცია 25 თებერვლამდე. 
 http://goo.gl/forms/UvUFgRQhwG
⌛ დიპლომატიის სკოლაში სწავლა დაიწყება მარტში. ლექციები ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ლექციები ჩატარდება დღის პირველ ნახევარში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
info@FDClub.ge ან FDC@FreeUni.edu.ge
555 46 69 69 ან 591 70 31 69


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა