|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა სარგებლობა მოაქვს სანქციებს?

ლეილია ბაზარში ხშრად დადის, 5 შვილიშვილის ბებია ცდილობს სოფლს პროდუქცია ხარისხიანად შეიძინოს და რაც მთავარია, თანხაც დაზოგოს. ახალი რეგულაციების შემდეგ, რომელიც მწარმოებელს პირდაპირ ავალდებულებს ნატურალური პროდუქტის წარმოებას,  შესაძლოა მისი ხარჯების ზრდაც კი გამოიწვიოს. თუმცა ჩვენი გმირი მიიჩნევს, რომ ჯობია იცოდეს, რაში იხდის ფულს, „ამბობენ, რომ პროდუქტებზე უნდა მიუთითონ, არის თუ არა ნატურალური, რასაც მივესალმები. შეიძლება ფასში იყოს განსხვავება, მაგრამ ჯობია ვიცოდეთ, რას ვყიდულობთ“, - ამბობს  ლეილა დეიდა.

ჩვენს კითხვაზე, როგორ არჩევს ხარისხიან პროდუქციას, ჩვენმა გმირმა აღნიშნა, რომ  ის რამდენიმე „სანდო“ გლეხს იცნობს, რომლებსაც ესა თუ ის სოფლის ნაწარმი ქალაქში გასაყიდათ ჩამოაქვთ. „ყველგან ვერ ვყიდულობ, მაგალითად, რძის ნაწარმს. ერთ გლეხს ვიცნობ, რომელსაც ვიცი, რომ კარგი  პროდუქტი ჩამოაქვს და მასთან ვყიდულობ“,- ამბობს ჩვენი გმირი.

„Newpress.ge“ დაინტერესდა, რამდენად სანდოა ის პროდუქცია, რომელიც  ბაზარში იყიდება.

ციალა გვენეტაძე 8 წელზე მეტია  რძის ნაწარმით ვაჭრობს.  ამბობს, რომ პროდუქტს, რომელსაც ყიდის,  შემოწმება გავლილი აქვს და პრეტენზიებითაც  არავის მიუმართავს, რაც შეეება ვალდებულებას,  ნატურალური პროდუქციის წარმოების შესახებ, ის გვეუბნება: “ჩვენ ვცდილობთ კარგი და ხარისხიანი პროდუქტი ჩავიბაროთ, ერთხელ თუ არ მოეწონა მყიდველს, მეორედ არ მოვა. ამიტომ ეს ისედაც არის ვალდებულება, სხვა ახალი არ ვიცი“, - უთხრა „Newpress.ge“-ს ციალა გვენეტაძემ.

რძის ნაწარმის გარდა, რეგულაცია თაფლსაც ეხება. როგორც ბაზარში ამბობენ, ზოგისთვის ნატურალურის და ხელოვნურად, შაქარზე დამზადებული თაფლის გარჩევა ადვილია, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. მყიდველს უფლება აქვს ზუსტად იცოდეს თუ რას ყიდულობს, მით უმეტეს, როცა საქმე საკვებს ეხება.

ხარისხიანი პროდუქცხიის წარმოებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.  ამ ვალდებულების შესახებ   „Newpress.ge“ სურსათის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რაც სამომავლოდ განსაზღვრავს ევროკავშირთან სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებით ვაჭრობის შესაძლებლობას.

შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველო ალდებულია კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოახერხოს ევროპულ სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ კანონმდებლობასთან. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 6 თვის ვადაში საქართველომ უნდა შეიმუშაოს იმ ევროპული საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქართული კანონმდებლობის დაახლოება.“- გვიპასუხეს წერილობით სააგენტოდან.

 ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქარველოა, მნიშვნენიშნულია სტაბილური  ფასები, რომლებიც მოსახლეობისთვის პროდუქტს ხელმისაწვდომს გახდის. კითხვაზე გამოიწვევს თუ არა პროდუქციის წარმობაზე სტანდარტების დაწესება მწარმოებლისათვის ხარჯების გაზრდას, სურსათის უვნელობის სააგენტოში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი პროდუქციის  უვნებლობაა.  

მთავარია, რომ პროდუქცია იქნება უვნებელი. ევროპული სტანდარტებით, წარმოებული პროდუქცია წარმოდგენილი იქნება, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა  ბაზარზე. კონკურენტული პროდუქციის წარმოება საშუალებას მოგვცემს  საექსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ მაქსიმალურად (სრულად). თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და საწარმოს გადაიარაღებას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ესაჭიროება. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა, მოთხოვნასა  და კონკურენციას ზრდის. საბოლოოდ,  თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი სტანდარტები შრომის უკეთესი ორგანიზების და დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა“, - გვიპასუხეს სურსათის უვნებლობის საგენტოდა, სადაც მიიჩნევენ, რომ სურსათის წარმოების დროს,  სანიტარული ნორმების დაცვა თავისთავად გულისხმობს მომხმარებლის უფლებების დაცვას. ეჭვგარეშეა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში შედის.

„სტანდარტების დაწესება, რომელსაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, გარკვეულწილად კანონის დამრღვევთა დაჯარიმებას გულისხმობს, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა ყოველთვის იწვევს გარკვეული სახის პასუხისმგებლობას. ჯარიმების ოდენობა კონკრეტულ დარღვევაზე მოცემულია "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში", ასევე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".

 

ევროკავშირის  ვალდებულებების შესრულება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკონტროლოს. თუ როგორ გეგმავს სააგენტო ამ ვალებულებების შესრულებას,  ასე გვიპასუხეს: “ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება  ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან  დასაახლოებლად გულისხმობს ახალი, ნორმატიული აქტების მიღებას ან არსებულის შეცვლას. ევროკავშირის და საერთაშორისო მოთხოვნების  სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში  აქტურად  განახორციელებს კონტროლს“- გვიპასუხეს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან.

იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზედაც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ამოქმედება უნდა დაიწყოს, 2015 წლის 28 თებერვლამდე უნდა შემუშავდეს. სიის შემუშავებაში ჩართული არიან ევროკავშირის ექსპერტებიც.          

იგი  დაახლოებით 400 ევროპული რეგულაციისაგან შედგება და გაწერილია 12-წლიან პერიოდზე. ამიტომ, როგორც ცნობილია, დაახლოება  ეტაპობრივად მოხდება და გათვალისწინებული იქნება ახალი სტანდარტების თუ მოთხოვნების სოციალური და ეკონომიკური გავლენა.



 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა