|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა საერთო აქვს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ფიზიკასთან?

რა საერთო აქვს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ფიზიკასთან? ერთი შეხედვით არაფერი.  ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ორი ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებული რამაა, მაგრამ „ნიუპრესმა“ იპოვა ადამიანი, რომელმაც ბევრი საერთო აღმოაჩინა ამ ორ სხვადასახვა მიმართულებას შორის. ჩვენი სტუმარი ქართული  საბრძოლო ხელოვნების სკოლის „დავითფერულის“ დამფუძნებელი კობა ვერულაშვილია.

  -ქართულ საბრძოლო ხელოვნებას , „დავითფერულის“ სკოლა 1994 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან დღემდე მისი ხელმძღვანელი ვარ.

 -   თქვენს სპორტულ მიღწევებზე რას გვეტყვით?

 -   ვარ შავი ქამრის მფლობელი და მესამე დანი ბუშინკან ძიუ-ძიცუში, ასევე კარატეში მაქვს შავი ქამარი და მესამე დანი, ტაი-ძიცუ შავი ქამარი და პირველი დანი, ძიუდოში ვარ სპორტის ოსტატობის კანდიდატი, კრავ-მაგაში შავი ქამარი.

  -   თქვენ თქვენს თანაავტორთან ერთად ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ წიგნის ავტორი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ წიგნი?

  -   დღეისათვის ხელჩართულ ბრძოლასა და საბრძოლო ხელოვნებაში  თითქმის არ არსებობდა შესაბამისი წიგნი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა წიგნი, ერთი წელი მოვუნდით მასზე მუშაობას.  ჩვენ ვეცადეთ საბრძოლო ხელოვნების თეორიული ნაწილი გაგვეკეთებინა. ზოგადად, ხელჩართული ბრძოლის მიზანია, უკომპრომისო ბრძოლა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან და საერთოდ,  მთავარი ის კი არაა, როგორ მოიგებ ბრძოლას, არამედ მთავარია გადარჩე, ანუ არ მოხვდე საავადმყოფოში, მორგში ან ციხეში. წიგნშიც წერია, რომ ხელჩართული მებრძოლი უნდა გავდეს აფეთქებულ ბომბს, რომელიც ყველაფერს ანადგურებს.

  -   და რა შუაშია ფიზიკა ხელჩართულ ბრძოლასთან  და ზოგადად, საბრძოლო ხელოვნებასთან?

  -     ფიზიკა ბევრს არ უყვარს, მაგრამ  ვერც ერთ დარტყმას ვერ გააკეთებთ, თუ „წყვილის ძალას“  არ გამოიყენებთ.  ყველა „გდება“ ჭიდაობაში  ბერკეტზეა დამოკიდებული.  ბრძოლა შეიძლება ნებისიერ დროს მოუწიოს მებრძოლს. ბიო-მექანიკასთან დაკავშირებულია საბრძოლო მრავალფეროვნება და ილეთების შესრულება.  ნებისმიერ დროს ნებისიერ მოწინააღმდეგესთან შებრძოლება ბიომექანიკის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, ჩინელები ცხოველებზე დაკვირვებით აკეთებდნენ ილეთებს. ეს იმიტომ რომ ცხოველი ყოველთვის სწორ მოძრაობებს აკეთებს, ადამიანისგან განსხვავებით.

  -    როგორ ხდება ბავშვებისთვის ამ ყველაფრის ახსნა?

  -    პატარებისთვის მათთვის გასაგები ენით  ვუხსნი, თამაში-თამაშით ქართულ საბრძოლო ილეთებს სწავლობენ,  ჩვენთან ყველაზე პატარა მებრძოლი 5 წლისაა, გვყავს უხუცესი მებრძოლი 75 წლის.

  -     რამდენად წარმატებულია თქვენი სკოლა?

  -     ჩვენ წელს უკვე 20 წელი გვისრულდება დაარსებიდან.  ჩვენი სკოლის მებრძოლები სხვადასხვა ტურნირებიდან ხშრად ბრუნდებიან გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩვენი სკოლის მებრძოლი გახდა 2-ჯერ ქალაქური კრივის გამარჯვებული, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა.

  -     ბოლოს ისევ გკითხავთ, რა არის საბრძოლო ხელოვნება დღეს?

  -     დღეს საბრძოლო ხელოვნება არის სამხედრო, პოლიციური, სპორტული, ქუჩაში თავდაცვის საშუალება, ესენი ერთანეთისგან დასახული ამოცანებითა და მიზნების მიხედვით განსხვავდება.

       ჩვენ ვცდილობთ თანამედროვეობა და ტრადიციები გავაერთიანოთ და ახალი ილეთები შევქმნათ, ძველი შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ, მაგრამ არც თანამედროვეობაზე ვთქვათ უარი. 



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა