|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუმინეთის ისტორიული გადაწყვეტილება - უარი რუსულ გაზს!

რუმინეთმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და რუსული გაზით საკუთარი მოსახლეობის მომარაგებაზე უარს ამბობს მიმდინარე წლის აპრისლის თვიდან.
აღნიშულის შესახებ ინფორმაციას რუმინული ელექტრონული გამოცემა economica.net-ზე დაყრდნობით, ავრცელებს გერმანული საინფორმაციო სააგენტო Deutshe Welle. როგორც ირკვევა რუმინეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ჰქონია აღებული ვალდებულება, მოახდინოს ქვეყნის გაზის ბაზრის დივერსიფიცირება 2018 წლამდე და შესაბამისად ამ ეტაპისთვის უკვე შესრულებული საწარმო სიმძლავრეების რეფორმირებამ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც გულისხმობს ენერგო რესურსების გამოყენების შემცირებას მისი ეფექტურად გამოყენების გამო, მისცა საშუალება რუმინიეთის ხელისუფლებას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების და რუსულ გაზზე უარის თქმის, რომელიც მთლიანად მოხმარებული გაზის მესამედს შეადგენდა. რუმინული გამოცემების თქმით რუსული გაზი ძალიან ძვირი იყო მათთვის რადგან მისი ღირებულება არის 380$, მაშინ როდესაც ადგილობირივი გაზი 200$ არ აღემატება. შესაბამისად რუსული გაზისგან განთავისუფლება რუმინეთის მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათიც იქნება, რომ აღარაფერი ვთქვთ წარმოებისთვის რომელმაც ორმაგი სარგებელი მიიღიო ამ ვალდებულებისაგან. პირველი ის რომ მოხდა საწარმოების რეფორმირება და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესზე გადაყვანა, ხოლო მეორე ეს არის, გაზის დაბალი ტარიფი რაც თავისთავად გააიაფებს ნაწარმოებ პროდუქტსაც!

საგულისხმოა რომ გასული კვირის განმავლობაში დასავლეთიდან არაერთი მოწოდება გაისმა კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ რუსეთში, მიმდინარე წლის ზაფხულამდე დატოვონ რუსეთის ტერიტორია. გასული კვირის განმავლობაში ასევე ცნობილი გახდა რომ რუსეთში არსებული Nissan-ის ქარხანამაც შეწყვიტა მუშაობა და უვადო შვებულებაში გაუშვა თანამშრომლები, ასე რომ რუსული ეკონომიკური "სასწაული" გრძელდება...      

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა