"შსს აკადემია" საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა „შსს აკადემიამ“ "სოხუმი" დაამარცხა. მან საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია ანგარიშით 3-2 მოიგო. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი, მეხუთე მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც შსს-ს გუნდმა მეტოქე 74-71 დაამარცხა. "შსს აკადემიასა" და "სოხუმს" შორის პლეი ოფის ყველა მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
მომავალი კვირიდან სუპერლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, სადაც "შსს აკადემია" „ბათუმს“ შეხვდება.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა




15:25
21:40
15:55












