|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ქუთაისის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩინეთში ქალთა გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული მერი არაბიძე, საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი ჯამბურ ქურდია, მსოფლიო მე-6 ჩემპიონატში ოქროს მედლის მფლობელები შოტოკან კარატეში ანზორ დონაძე, გიორგი ჩარკვიანი და თამაზ გოჩელაშვილი.

 "მთელი წლის თანხა ამოიწურა 4 თვეში, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, დავამატებთ თანხას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ", - განაცხადა შოთა მურღულიამ. 
"მნიშვნელოვანი შეჯიბრი გვქონდა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვე და ფინალში რუსი მოწინააღმდეგე დავამარცხე", - აღნიშნა პატარა მსოფლიო ჩემპიონმა კარატეში გიორგი ჩარკვიანმა. 
ქუთაისის მერმა ასევე დადებითად შეაფასა გადაწყვეტილება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თბილისსა და ქუთასში ჩატარების შესახებ. 
2012-15 წლების ციკლში, მსოფლიო რაგბი საქართველოში დაახლოებით 3.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის პირდაპირ ინვესტიციას ახორციელებს რაგბის კავშირის განვითარებისათვის.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა