|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამინისტრომ ყოველწლიური ლიტერატურული პრემია დაარსა

ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და გააქტიურების მიზნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსდა ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომელიც ხუთ ნომინაციაში გაიცემა:

• წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები (კრებული/რომანი)
• წლის საუკეთესო პოეტური კრებული
• წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი
• წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
• წლის საუკეთესო დებიუტი

თითო ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობით.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები.
პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა. წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ. გამომცემლობებმა თითოეულ ნომინაციაში შეიძლება წარადგინონ არაუმეტეს ხუთი წიგნისა.

კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება.  ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება და მასში შევლენ ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.  გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 დეკემბერი.

მოკლე სიას ჟიური 2016 წლის მარტის ბოლოს წარადგენს.

კონკურსის გამარჯვებულები კი 2016 წლის მაისში, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა