|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი გაზეთის" 13 - 26 ივლისის ნომერი გამოვიდა

„ფორსმაჟორული რეორგანიზაცია ქუთაისის ბაღებში“ ,- ამ სახელწოდების წერილში გაეცნობით ქუთაისის ააიპებში დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს.   ვინ და რატომ მოითხოვს ატესტაციის გადავადებას? - თემაზე ანა ჯიქია მუშაობდა. ხოლო რატომ ადანაშაულენ ქუთაისის მერიას კანონდარღვევაში, ამის გაგებას ნესტან ჩაგელიშვილის სტატიაში შეიტყობთ.  „სახელმწიფო  მომზადებული უნდა ხვდებოდეს ეპიდემიებს“ -ზაფხულის ინფექციებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს  ინფექციონისტ ფიქრია ბერაძესთან.

ციკლიდან „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობა, ამჯერად არასამთავრობოების შეფასება მედიაგარემოს შესახებაა.

  „ახალი გაზეთის“  შეეცდება თქვენთან ერთად   გავარკვიოს, თუ როგორია „ქალის გზა ციხიდან საზოგადოებამდე“. ამაში   თამარ კურატიშვილის  ჟურნალისტური გამოძიება დაგვეხმარება.

მუსიკოსის და მსახიობის „ზაზა კილასონიას ცხოვრება ხელოვნებაში და ხელოვნებით“ შესახებ  ანა ჯიქია გიამბობთ. ანი ლიპარიშვილი კი სტატიაში „ტურიზმის  განვითარებას ხელშეწყობა ჭირდება“ შიდა ტურიზმის საკითხზე გესაუბრებათ.

ამ და სხვა საინტერესო ამბებით „ახალი გაზეთი“ კვლავ  მკითხველის სამსახურშია.  

ავტორი: ირინა მაკარიძე