|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია - 2015-2020 წლები“

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის, სურსათის ეროვნული და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმართველობების შესაბამის სამსახურებსა და ფერმერებს დოკუმენტს -„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები“ და აგრარული დარგის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამების ძირითად მიმართულებებს გააცნობენ. შეხვედრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებშია დაგეგმილი - დასავლეთ საქართველოში 28-31 ივლისს (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 3-6 აგვისტოს (მარნეული, გორი, თელავი, ახალციხე).
შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა” ფარგლებში და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფორმირებაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ფერმერების თანამონაწილეობის გაზრდას.
 შეხვედრების მხარდმჭერები დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი” და ორგანიზაცია „ელკანა“ არიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა